ბათუმის „დინამოს“ მენეჯმენტი ჯღარკავამ და ორაგველიძემ დატოვეს #1TVSPORT
„ერთი თვის წინ შევატყობინე კლუბს, რომ ვაპირებდი თანამდებობის დატოვებას, თუ აუცილებელი ცვლილებები არ განხორციელდებოდა“, – ბათუმის „დინამოს“ ფეხბურთის განვითარების ხელმძღვანელმა ზურაბ ორაგველიძემ გუნდიდან წასვლის შესახებ განაცხადა.
Beyond The Scoreline-ზე გავრცელებულ ცნობაში ორაგველიძე ამბობს, რომ სეზონის დასაწყისში ბათუმის „დინამოში“ მისულ ახალი ხელმძღვანელობიდან გუნდი ერთი თვის წინ გენერალურმა მენეჯერმა ნიკოლოზ ჯღარკავამაც დატოვა და თავისი წასვლის მიზეზები განმარტა.
„ერთი თვის წინ, როდესაც გენერალურმა მენეჯერმა ნიკოლოზ ჯღარკავამ კლუბი დატოვა, მივხვდი, რომ პროექტი ფუნდამენტურად შეიცვლებოდა და კლუბში ჩემი დროც იწურებოდა. ერთი თვის წინ შევატყობინე გუნდს, რომ ვაპირებდი თანამდებობის დატოვებას, თუ აუცილებელი ცვლილებები არ განხორციელდებოდა. ბოლო კვირების განმავლობაში ჩემთვის ცხადი გახდა, რომ ეს ცვლილებები არ მოხდებოდა და შესაბამისად კლუბის დატოვება გადავწყვიტე.
ყველაზე დიდი იმედგაცრუება ამ პროექტში იყო, რომ არ მომეცა შესაძლებლობა ჩამომეყვანა პროფესიონალები ესპანეთიდან, ბრიტანეთიდან, პოლონეთიდან და საქართველოდან, რომლებისაც მჯეროდა, რომ კლუბის სტრუქტურას და საოპერაციო საქმეს ახალ დონეზე გადაიყვანდნენ,“ – აცხადებს ორაგველიძე.