ბათუმის „დინამოს“ მენეჯერი – ამსტერდამის სამიტში მინაწილეობა კლუბებთან კავშირების დამყარების შესანიშნავი შესაძლებლობაა #1TVSPORT
ბათუმის „დინამოს“ საფეხბურთო სტრატეგიის მენეჯერი ზურა თიგიშვილი და ფეხბურთის განვითარების მენეჯერი ზურა ორაგველიძე ამსტერდამში საფეხბურთო ინდუსტრიის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბურ ღონისძიებას, TransferRoom Summit-ს დაესწრნენ. კლუბში მსგავს ღონისძიებებში მონაწილეობას განვითარების სტრატეგიის ნაწილად, ევროპელ პარტნიორებთან პირდაპირი კავშირის დამყარების საშუალებად და საფეხბურთო ბაზარზე პოზიციების განმტკიცების შანსად მიიჩევენ.
კლუბი სატრანსფერო პლატფორმასთან 2026 წლიდან აქტიურად თანამშრომლობს – ამსტერდამში გამართული ორდღიანი სამუშაო შეხვედრა რიგით მეორე ღონისძიება იყო, რომელშიც „დინამოს“ წარმომადგენლები მონაწილოებდნენ. ბათუმურ კლუბში იმედოვნებენ, რომ ეს დაეხმარება თანამედროვე ევროპული სტანდარტებით მოქმედებაში, პოტენციური ახალწვეულების სწორად შერჩევაში და საკუთარი მოთამაშეების სატრანსფერო პოტენციალის გაზრდაში.
TransferRoom-ი საფეხბურთო ტრანსფერების ინოვაციური, დახურული B2B (ბიზნესი ბიზნესისთვის) პლატფორმაა, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს მსოფლიოს წამყვან კლუბებს, მათ სპორტულ დირექტორებს, სკაუტებსა და ვერიფიცირებულ საფეხბურთო სააგენტოებს. დღეისათვის სისტემაში 700-ზე მეტი პროფესიული საფეხბურთო კლუბია გაწევრიანებული.
„TransferRoom-ი დღესდღეობით ბაზრის ლიდერი კომპანიაა, რომელიც სააგენტოებს, ფეხბურთელებსა და კლუბებს ერთმანეთთან აკავშირებს და ხარისხიანი მოთამაშეების აღმოსაჩენად სანდო პლატფორმაა. ბათუმის „დინამოსთვის“ კი ახალი კონტაქტების დასამყარებლად და სხვა კლუბებთან კავშირების გასაძლიერებლად შესანიშნავი შესაძლებლობაა“, – ამბობს ზურა ორაგველიძე.