ბათუმის „დინამოს“ ფან-კლუბის განცხადება - პრეზიდენტი თანახმაა, გუნდი ახალ ინვესტორს გადასცეს #1TVSPORT
ბათუმის „დინამოს“ ფან-კლუბმა „შავი ზღვის პირატებმა“ გუნდის გადასარჩენად აქცია წამოიწყო და საგანგებო განცხადება გაავრცელა.
„გუნდში არის ფინანსური დავალიანება – 1 420 000 დოლარი, რომლის არგადახდის შემთხვევაშიც გუნდს ემუქრება ევროტურნირებზე ერთწლიანი დისკვალიფიკაცია. ამასთან, სატრანსფერო აქტივობის შეზღუდვა და მისგან მომდინარე ნეგატიური შედეგები.
შევხვდით კლუბის პრეზიდენტს (არჩილ ბერიძეს) და მივიღეთ პასუხი, რომ იგი თანახმაა, გუნდი ინვესტორს დავალიანების დაფარვის შემთხვევაში გადასცეს. ამასთან გუშინ გვქონდა ბათუმელ გულშემატკივრებთან შეხვედრა და კლუბში მიმდინარე მოვლენები გავიარეთ.
საკითხის სირთულიდან გამომდინარე, მოგმართავთ თხოვნით წარჩინებულ ბიზნესმენებს. ჩვენი სახელით გვინდა მოგიწოდოთ, დაგვიდგეთ გვერდში, ქომაგებს და კლუბს. ჩვენ ვიქნებით გარანტორები რომ ამ აქციებიდან თქვენ მიიღებთ დივიდენდებს,“ – წერია „პირატების“ განცხადებაში.