ბათუმის „დინამომ“ ზედიზედ მეორე საშინაო მატჩი ვერ მოიგო - „თელავმა“ ჩემპიონთან ქულა მოიპოვა #1TVSPORT
ბათუმის „დინამომ“ ზედიზედ მეორე საშინაო მატჩი ვერ მოიგო - „თელავმა“ ჩემპიონთან ქულა მოიპოვა #1TVSPORT

ეროვნული ლიგის მე-13 ტური „ბათუმი არენაზე“ გამართული შეხვედრით დასრულდა. ბათუმის „დინამომ“ „თელავს“ უმასპინძლა და საშინაო მატჩი კვლავ ვერ მოიგო – 1:1.

ანგარიში „თელავმა“ სწრაფად გახსნა. სტუმართა თავდამსხმელი მაკსიმ მაიროვიჩი ბათუმელთა კაპიტანს, მამუკა კობახიძეს გაექცა, მეკარესაც დაასწრო და ზუსტი დარტყმით „თელავი“ დააწინაურა.

ბათუმის „დინამო“ გოლის შემდეგ დიდი ძალებით უტევდა, მაგრამ მიზანს მხოლოდ შესვენების შემდეგ მიაღწია. 64-ე წუთზე ეფექტური დარტყმით სტუმრებს პაატა ღუდუშაურმა გაუტანა.

13 ტურის შემდეგ ბათუმის „დინამომ“ 27 ქულა დააგროვა, ლიდერ „იბერიას“ (29) ვერ დაეწია და მე-3 ადგილზეა, ხოლო „თელავმა“ (12) მე-8 პოზიცია შეინარჩუნა.