ბათუმის „დინამომ“ ტესტმატჩში „სამგურალი“ დაამარცხა #1TVSPORT
წყალტუბოს „სამგურალმა“ სეზონის განახლებამდე ბოლო საკონტროლო შეხვედრა ბათუმის „დინამოსთან“ გამართა და 2:3 დამარცხდა.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ბათუმის ტექნიკურ ცენტრში გამართული დაპირისპირება „სამგურალმა“ კარგად დაიწყო და მათე აბულაძისა და გიორგი ფანცულაიას გოლებით 2:0 დაწინაურდა.
გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდმა მეორე ტაიმში თამაში შემოატრიალა და ლუკა წულუკიძის დუბლით და ხოზრევანიძის გოლით დინამოელებმა გაიმარჯვეს.