ბათუმის „დინამომ“ შეკრებაზე მეორე მატჩიც წააგო #1TVSPORT
ბათუმის „დინამომ“ შეკრებაზე მეორე მატჩიც წააგო #1TVSPORT

ბათუმის „დინამომ“ თურქულ შეკრებაზე მეორე შეხვედრა ლუბინის „მოტორთან“ გამართა და 1:2 დამარცხდა.

მატჩის ფორმატი უჩვეულო იყო – მეტოქეებმა 30 წუთიანი ოთხი ტაიმი ითამაშეს. პოლონეთის ექსტრაკლასას (უმაღლესი ლიგა) გუნდი, რომელიც ზამთრის მოსამზადებელ ეტაპზე ბოლო სპარინგ-მატჩს ატარებდა, უკეთ გამოიყურებოდა და მე-20 წუთზე მბაი ჯეკ ნდიაის გოლით დაწინაურდა.

46-ე წუთზე პოლონელებმა უპირატესობა გაზარდეს. პიოტრ სეგლარცმა საჯარიმოში ჩაკიდა ბურთი, რომელიც კარში წავიდა და ბათუმელებმა ვერ მოიგერიეს. „დინამომ“ სხვაობა 67-ე წუთზე კურიოზულ ვითარებაში ისე შეამცირა, კარში არც დაურტყია – „მოტორის“ მცველმა ბრაით ედემ უკან არ გაიხედა და ბურთი დაუბრუნა მეკარეს, რომელიც სულ სხვა მხარეს იყო და ავტოგოლი გაიფორმა.

ლუბლინის „მოტორი“ – ბათუმის „დინამო“ 2:1

გოლები: 1:0 ნდიაე (20), 2:0 სეგლარცი (46), 2:1 ედე (67)

ბათუმის „დინამომ“ პირველი მატჩი უკრაინულ „ოლექსანდრიასთან“ 0:3 დათმო. მომდევნო ტესტ-მატჩს გუნდი 28 იანვარს დანიური „ვეილეს“ წინააღმდეგ ჩაატარებს.