ბათუმის „დინამომ“ ბოსნიური გუნდი მამუჩაშვილის დუბლით დაამარცხა
ბათუმის „დინამომ“ ბოსნიური გუნდი მამუჩაშვილის დუბლით დაამარცხა

ბათუმის „დინამომ“ თურქეთში შეკრებაზე მეორე ამხანაგური მატჩი ჩაატარა – გია გეგუჩაძის გუნდი ბოსნიურ „ბორაცს“ შეხვდა და დამაჯერებლად დაამარცხა.

შეხვედრის პირველი ტაიმი სანახაობრივი ვერ გამოდგა, გუნდებს საგოლე მომენტების შექმნა უჭირდათ, მეორე ტაიმის დასაწყისში გეგუჩაძემ რამდენიმე ფეხბურთელი შეცვალა.

მოედანზე ლადო მამუჩაშვილიც შევიდა, რომელმაც შეხვედრის ბედი გადაწყვიტა. 65-ე წუთზე დინამოელთა საყრდენმა ნახევარმცველმა შორი მანძილიდან საჯარიმო დარტყმით ანგარიში გახსნა. 6 წუთში კი მამუჩაშვილმა ბურთი მარცხენა ფლანგზე მიიღო და საჯარიმოს მისადგომებიდან შორეულ კუთხეში გაისროლა – 2:0.

დინამო ბათუმი – ბორაცი 2:0

გოლი: 1:0 მამუჩაშვილი (65), 2:0 მამუჩაშვილი (71).

დინამო: ალავიძე – ჩაბრაძე, მარგველაშვილი, გაგოშიძე, აზაროვიტეიდი, მანჯგალაძე – თევდორაძე, ზარია, გროცურეკი – ნიქაბაძე.

შეცვლაზე შევიდნენ: ფანცულაია, ჯიღაური, ჩალაძე, აზაცკი, მამუჩაშვილი, ალთუნაშვილი, ჯიჯავაძე, გეგეჭკორი.