ბათუმის „დინამომ“ სერბ მცველთან ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა #1TVSPORT
ბათუმის „დინამომ“ სერბ მცველთან ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა #1TVSPORT

ბათუმის „დინამომ“ ოფიციალურად წარადგინა ახალი სეზონის პირველი შენაძენი. გუნდის ღირსებას 28 წლის ცენტრალური მცველი ბოიან მლადოვიჩი დაიცავს.

საქართველოს მოქმედი ჩემპიონის ახალწვეული სერბია. ბათუმის „დინამოს“ მიერ გავრცელებული ცნობით, 28 წლის ბოიან მლადიოვიჩი გუნდს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა და კლუბთან ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

ბათუმელთა ახალწვეულმა გასული სეზონი კოსტანაის „ტობოლის“ რიგებში გაატარა, რომელმაც ყაზახეთის პრემიერლიგაში მერვე ადგილი დაიკავა. ბოიან მლადოვიჩმა ყველა ტურნირზე „ტობოლის“ შემადგენლობაში 31 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

ყაზახურ კლუბში გადასვლამდე ბოიანი ოთხი სეზონის განმავლობაში „მეტალაცის“ რიგებში თამაშობდა, 2021-2023 წლებში – ნიშის „რადნიჩკიში“, ხოლო 2022/23 წლების სეზონში – „მლადოსტში“.