ბათუმის „დინამომ“ „სამტრედიას“ მოუგო და ლიდერობა დაიბრუნა #1TVSPORT
ეროვნული ლიგის 22-ე ტურის მეორე სათამაშო დღე ბათუმში გამართული მატჩით დასრულდა – „აჭარაბეთ არენაზე“ ბათუმის „დინამომ“ „სამტრედიას“ უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში გაიმარჯვა.
პირველ ტაიმში ორი გოლი გავიდა და ორივე ავტოგოლი აღმოჩნდა. მე-15 წუთზე „სამტრედიას“ მცველმა, ანდრო გიორგაძემ გიორგი ნავალოვსკის ჩაწოდებული ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა – 0:1.
ბათუმელებს კიდევ შეეძლოთ გატანა, მაგრამ 28-ე წუთზე გოლი საკუთარ კარში გაუშვეს – სტუმართა ნახევარმცველის, სტრაჰინია პავიშიჩის გადაცემასას ბურთი საკუთარ კარში მასპინძელთა მცველმა გაგი, მარგველაშვილმა გაიტანა – 1:1.
ბათუმელებმა „სამტრედიას“ წინააღმდეგობა მატჩის ბოლოსკენ გატეხეს. 81-ე წუთზე, ლადო მამუჩაშვილმა შეტევა ზუსტი დარტყმით დააგვირგვინა და „დინამო“ დააწინაურა – 2:1, 90+5-ე წუთზე კი ლაშა შინდაგორიძის განვითარებული შეტევის შემდეგ გიორგი ნიქაბაძემ გაიტანა და ბათუმელებმა 3:1 მოიგეს.
22 ტურის შემდეგ ბათუმის „დინამომ“ 46 ქულა დააგროვა და „დინამო თბილისის“ (44 ქულა) ორსაათიანი ლიდერობა შეწყვიტა, „სამტრედია“ კი 10 ქულით ისევ ბოლო ადგილზეა.