სანაკრებო პაუზით ბათუმის „დინამომ” ისარგებლა, თურქეთს ესტუმრა და სუპერლიგის „რიზესპორს” ამხანაგურად ეთამაშა.
ორივე გუნდმა 2-2 გოლი გაიტანა, მაგრამ შეხვედრა მასპინძელთა გამარჯვებით 3:1 დასრულდა.
ანგარიში მე-7 წუთზე „რიზესპორმა“ გახსნა – ბურთი საკუთარ კარში მალხაზ გაგოშიძემ ჩაჭრა 1:0. 30-ე წუთზე, მასპინძელთა უპირატესობა უკრაინის ნაკრების თავდამსხმელმა ოლექსანდრ გლადკიმ ორამდე გაზარდა 2:0. 34-ე წუთზე ბათუმელთა თავდამსხმელმა ნიკა საბანაძემ სხვაობა შეამცირა2:1. საბოლოო ანგარიში კი 88-ე წუთზე ერენ კარადაგმა დააფიქსირა და “რიზესპორმა” 3:1 მოიგო.