ბათუმის „დინამომ“ თურქულ შეკრებაზე მორიგი საკონტროლო მატჩი „ოლექსანდრიასთან“ გამართა და 2:0 დაამარცხა.
საქართველოს ვიცე-ჩემპიონმა პირველივე ტაიმში კომფორტული უპირატესობა მოიპოვა. საჯარიმო დარტყმა ლადო მამუჩაშვილმა გოლად გარდასახა, ხოლო სტანდარტის გათამაშების შემდეგ ბათუმელთა უპირატესობა გიორგი რეხვიაშვილმა გაზარდა და გუნდები შესვენებაზე 2:0-ზე გავიდნენ.
მეორე ტაიმში უკრაინელებმა სხვაობა ვოლოშინის და რიბალკას გოლებით ორჯერ შეამცირეს, მაგრამ 65-ე წუთზე მცველმა ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა, 84-ე წუთზე კი ირაკლი ბიძინაშვილმა ლამაზი გოლით „დინამოს“ გამარჯვება მოუტანა 4:2.
ბათუმის „დინამო“: ჩიჩკანი, ჩაბრაძე, კობახიძე, რეხვიაშვილი, ხარებავა, ლიტვინენკო, ვიდაკოევიჩი, მამუჩაშვილი, ზარია, ვაწაძე, კვერნაძე;
სათადარიგოები: ბეგაშვილი, ქაფიანიძე, ბაგრატიონი, ალთუნაშვილი, ბიძინაშვილი, ღუდუშაური, კაპანაძე, ფლამარიონი.