ბათუმის „დინამომ“ ოდესის „ჩერნომორეციდან“ უკრაინელი ნახევარმცველი დაიმატა #1TVSPORT
ბათუმის „დინამომ“ ოდესის „ჩერნომორეციდან“ უკრაინელი ნახევარმცველი დაიმატა #1TVSPORT

ახალი სეზონიდან ბათუმის „დინამოს“ ღირსებას ივან ლიტვინენკო დაიცავს. კლუბის პრესსამსახურის ინფორმაციით, 21 წლის უკრაინელ საყრდენ ნახევარმცველთან ​სამწლიანი კონტრაქტი გაფორმდა.

ბათუმელთა ახალწვეულს შეუძლია თამაში ფლანგებზე როგორც დაცვაში, ასევე შეტევაში. ლიტვინენკო დნეპროპეტროვსკიდანაა, ის „დნიპროს“ აკადემიის აღზრდილია. 2018-20 წლებში „დნიპრო 1“-ში თამაშობდა, ასევე გამოდიოდა ლვივის „რუხში“, „ვპკ-აგროში“, 2022 წლიდან კი ოდესის „ჩერნომორეცში“ ირიცხება.

ლიტვინენკოს „ჩერნომორეცთან“ კონტრაქტი 2022 წლის ბოლოს დაუსრულდა და თავისუფალი აგენტი გახდა. ოდესურ კლუბში 2022 წლის აგვისტოში „რუხიდან“ თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა და ამ დროის განმავლობაში უკრაინის პრემიერლიგაში მხოლოდ ერთი მატჩი ჩაატარა.

ლიტვინენკოს უთამაშია უკრაინის თითქმის ყველა ასაკობრივ ნაკრებში – 17, 18 და 21-წლამდელებში.