ევროტურნირებით გამოწვეული პაუზის დროს, ბათუმის „დინამომ“ თბილისში შეკრება მოაწყო და თბილისის „მერანთან“ ორი ამხანაგური მატჩი გამართა.
პირველში ფრე დაფიქსირდა – 3:3. მეორე შეხვედრა კი ეროვნული ლიგის ერთ-ერთი ლიდერის გამარჯვებით დასრულდა.
გია გეგუჩაძის გუნდმა მეორე მატჩში მიზანს სწრაფად მიაღწია – ბათუმელებიდან თავი გიორგი ნიქაბაძემ გამოიჩინა, რომელმაც „მერანთან“ დუბლი შეასრულა – ტანმაღალმა თავდამსხმელმა ორივე გოლი პირველ ტაიმში გაიტანა. პირველად გია მანჯგალაძის გადაცემით ისარგებლა, მეორედ კი მას ასისტენტობა ბრაზილიელმა ლეგიონერმა ვაგნერ გონსალვეშმა გაუწია.
მერანი-დინამო (ბთ) 0:2
გოლები: 0:1 ნიქაბაძე (20), 0:2 ნიქაბაძე (40)
„დინამო“ ბთ: ლევჩენკო – მელიავა, კობახიძე, ობოაბონა, ნავალოვსკი – მამუჩაშვილი, ტეიდი – ვაგნერი, მანჯგალაძე, ჯიღაური – ნიქაბაძე
შეცვლაზე ითამაშეს: გაგოშიძე, ფაცაცია, ჩალაძე, შერგელაშვილი, თევდორაძე, გაფრინდაშვილი, დვალიშვილი, წაქაძე
ეროვნული ლიგის გათამაშება 2 ოქტომბერს განახლდება. ბათუმელები პარასკევს, „კავკასიონი არენაზე“ „თელავს“ ესტუმრებიან.