ბათუმის „დინამომ“ „მერანთან“ სპარინგი მოიგო
ბათუმის „დინამომ“ „მერანთან“ სპარინგი მოიგო

ევროტურნირებით გამოწვეული პაუზის დროს, ბათუმის „დინამომ“ თბილისში შეკრება მოაწყო და თბილისის „მერანთან“ ორი ამხანაგური მატჩი გამართა.

პირველში ფრე დაფიქსირდა – 3:3. მეორე შეხვედრა კი ეროვნული ლიგის ერთ-ერთი ლიდერის გამარჯვებით დასრულდა.

გია გეგუჩაძის გუნდმა მეორე მატჩში მიზანს სწრაფად მიაღწია – ბათუმელებიდან თავი გიორგი ნიქაბაძემ გამოიჩინა, რომელმაც „მერანთან“ დუბლი შეასრულა – ტანმაღალმა თავდამსხმელმა ორივე გოლი პირველ ტაიმში გაიტანა. პირველად გია მანჯგალაძის გადაცემით ისარგებლა, მეორედ კი მას ასისტენტობა ბრაზილიელმა ლეგიონერმა ვაგნერ გონსალვეშმა გაუწია.

მერანი-დინამო (ბთ) 0:2

გოლები: 0:1 ნიქაბაძე (20), 0:2 ნიქაბაძე (40)

„დინამო“ ბთ: ლევჩენკო – მელიავა, კობახიძე, ობოაბონა, ნავალოვსკი – მამუჩაშვილი, ტეიდი – ვაგნერი, მანჯგალაძე, ჯიღაური – ნიქაბაძე

შეცვლაზე ითამაშეს: გაგოშიძე, ფაცაცია, ჩალაძე, შერგელაშვილი, თევდორაძე, გაფრინდაშვილი, დვალიშვილი, წაქაძე

ეროვნული ლიგის გათამაშება 2 ოქტომბერს განახლდება. ბათუმელები პარასკევს, „კავკასიონი არენაზე“ „თელავს“ ესტუმრებიან.