ლევან გეგეჭკორი საფეხბურთო კლუბ ბათუმის „დინამოს“ მოთამაშეა – 25 წლის მცველი კლუბის სპორტულმა დირექტორმა ასლან ბალაძემ დღეს წარადგინა.
ლევან გეგეჩკორის თქმით, მისთვის ბათუმის „დინამოში“ გადასვლა მნიშვნელოვანი გამოწვევაა.
„ჩემთვის გადამწყვეტი იყო არა მხოლოდ პირობები, არამედ ბათუმის „დინამოს“ მიზნები, ამბიციები და გია გეგუჩაძის ფაქტორი, რომელთანაც საქართველოს ახალგაზრდული ნაკრებიდან მხოლოდ კარგი მოგონებები მაკავშირებს. ამავე დროს, ბათუმში მაყურებელი სტადიონს ავსებს და „დინამოს“ თამაშები ნამდვილ საფეხბურთო გარემოში ტარდება. ეს კი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია“ – აცხადებს გეგეჩკორი.
ლევან გეგეჭკორი ბათუმურ გუნდში 2021 წლის ბოლომდე დარჩება და 18-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.