ბათუმის „დინამომ“ ხუთი ახალწვეული წარადგინა - მათგან სამი ლეგიონერია #1TVSPORT
ბათუმის „დინამომ“ ევროტურნირების დაწყებამდე ახალწვეულები წარადგინა: კლუბის პრესსამსახურის ცნობით, საქართველოს ჩემპიონის ღირსებას დაიცავენ აჰმედ სოილიჰი, ჯალენ ბლესა, ბუბაქარ ტამბედოგაბია, რევაზ ინჯგია და დიტო ფაჩულია.
ბათუმელთა ახალწვეულებიდან ორი „სამტრედიიდანაა“ – 21 წლის დიტო ფაჩულია შემტევი ნახევარმცველია, ხოლო 23 წლის რევაზ ინჯგია ფლანგის თავდამსხმელი. ორივეს ასაკობრივ ნაკრებში უთამაშია.
აჰმედ სოილიჰი 28 წლის ცენტრალური მცველია. საფრანგეთში იზრდებოდა, მაგრამ კომორის კუნძულის ნაკრებში თამაშობს. ბოლოს საფრანგეთის ლიგა 2-ის „მარტიგში“ გამოდიოდა.
ჯალენ ბლესა 23 წლის ფლანგის შემტევია. ესპანეთში დაიბადა, თამაშობდა ესპანეთისა და ინგლისის დაბალი ლიგის კლუბებში, ასევე კოსოვოში, ხოლო ბოლოს კრაიოვას „უნივერსიტატეას“ ღირსებას იცავდა.
გამბიელი ბუბაქარ ტამბედოგაბია ასევე ფლანგის თავდამსხმელია. ის კლუბს თელ ავივის „აპოელიდან“ შეუერთდა. 2022 წელს კონფერენს ლიგაზე ესტონური „პაიდეს“ შემადგენლობაში „დინამო თბილისის“ წინააღმდეგ ითამაშა. მას ასევე უთამაშია მოლდოვურ „შერიფში“.