ბათუმის „დინამომ“ გულშემატკივრებისთვის ღია ვარჯიში გამართა, გუნდს მაროკოელი ლეგიონერი შეუერთდა #1TVSPORT
ბათუმის „დინამომ“ ღია ვარჯიში გამართა, რომელსაც გულშემატკივრები დაესწრნენ. მათ შესაძლებლობა ჰქონდათ, შეხვედროდნენ გუნდის ახალწვეულებს, მიიღეს ავტოგრაფები და გადაიღეს სამახსოვრო ფოტოები.
ეს თურქული შეკრების შემდეგ გუნდისთვის ბათუმში პირველი ვარჯიში იყო. „დინამოს“ ნიდერლანდური მოქალაქეობის მქონე მაროკოელი ნახევარმცველი იმრან ოლად უმარი შეუერთდა, რომელიც ბოლო დროს ისრაელის „ბეერ-შევასა“ და სომხურ „ნოაში“ თამაშობდა, ქართველმა გულშემატკივარმა კი „ლოკომოტივსა“ და „დინამო თბილისში“ გამოსვლით გაიცნო.
ბათუმის „დინამო“ სეზონს 25 ივლისს „ორბთან“ საქართველოს თასის გასვლითი შეხვედრით განაახლებს, ეროვნულ ლიგაში კი 8 აგვისტოს „გაგრას“ უმასპინძლებს.