ბათუმის „დინამომ“ ბოლოადგილოსან „გარეჯთან“ ქულები დაკარგა #1TVSPORT
ბათუმის „დინამომ“ ეროვნული ლიგის აუტსაიდერს, საგარეჯოს „გარეჯს“ უმასპინძლა და მნიშვნელოვანი ქულები დაკარგა – 1:1.
„ბათუმი არენაზე“ გამართულ დაპირისპირებაში ანგარიში 35-ე წუთზე გაიხსნა. სტუმართა კარის მიმართულებით დანიშნული კუთხური ლუკა წულუკიძემ შეასრულა, კარის წინ კი ჯალენ ბლესა გათავისუფლდა და ახლოდან ზუსტად დაარტყა.
შესვენების შემდეგ საგარეჯოს „გარეჯმა“ მოახერხა და 77-ე წუთზე წონასწორობა აღადგინა. ვახო ბედოშვილის წაქცევისთვის მასპინძელთა კარში თერთმეტმეტრიანი დაინიშნა, რომელიც კახელების კაპიტანმა, ლევან პაპავამ უნაკლოდ შეასრულა.
ეროვნულ ლიგაში გამართული 11 ტურის შემდეგ ბათუმის „დინამომ“ 23 ქულა დააგროვა და მესამე ადგილზა – გორის „დილა“ (23) მეორე ადგილზე დამატებითი მაჩვენებლებით დაწინაურდა, ხოლო საგარეჯოს „გარეჯი“ (6) კვლავ ბოლო, მე-10 ადგილზეა.