ბათუმის „დინამომ“ ბენჟამინ ტეიდის წასვლა დაადასტურა #1TVSPORT
ბათუმის „დინამომ“ ბენჟამინ ტეიდის წასვლა დაადასტურა #1TVSPORT

ბათუმის „დინამომ“ ოფიციალურად დაადასტურა, რომ გუნდი ნიგერიელმა ლეგიონერმა, ბენჟამინ ტეიდმა დატოვა.

„ბენჟამინ ტეიდი მომავალ სეზონში ჩვენი გუნდის ღირსებას აღარ დაიცავს. მადლობას ვუხდით ბენჟის და საფეხბურთო კარიერაში წარმატებებს ვუსურვებთ“, – წერია ბათუმის „დინამოს“ პრესსამსახურის განცხადებაში.

28 წლის ნიგერიელმა ნახევარმცველმა ბათუმის „დინამოს“ მაისურით 118 ოფიციალური მატჩი ჩაატარა, ეროვნული ლიგის ჩემპიონობა და სუპერთასის მოგებაც გუნდთან ერთად იზეიმა.

შეგახსენებთ, რომ გუნდი საქართველოს ნაკრებში ნათამაშებმა ჯაბა ჯიღაურმა დატოვა. არის ინფორმაცია, რომ კლუბს მეკარე მიხეილ ალავიძე და მცველი გიორგი რეხვიაშვილიც შეელევიან.