ბათუმის „დინამომ“ აუტსაიდერთა ზონას თავი დააღწია #1TVSPORT
ბათუმის „დინამომ“ აუტსაიდერთა ზონას თავი დააღწია #1TVSPORT

ბათუმის „დინამო“ ეროვნულ ლიგაში „გაგრას“ ესტუმრა და სეზონში მეორე გამარჯვება იზეიმა – 2:1.

„დავით პეტრიაშვილი არენაზე“ გამართულ დაპირისპირებაში გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდმა ანგარიში მე-13 წუთზე დიმიტრი მანდრიოჩენკოს ზუსტი დარტყმით გახსნა.

მოლდოველმა ნახევარმცველმა 67-ე წუთზე დუბლი შეასრულა და სტუმართა უპირატესობა ორამდე გაზარდა. „გაგრამ“ 87-ე წუთზე ზურაბ ჭავჭანიძის გოლით სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა, მაგრამ თამაში ვეღარ გადაარჩინა.

11 ტურის შემდეგ ბათუმის „დინამომ“ 11 ქულა დააგროვა, მე-8 ადგილზე დაწინაურდა და „გაგრა“ მე-9 პოზიციაზე დააქვეითა.