ბათუმის „დინამომ“ სანაკრებო პაუზით ისარგებლა, „გონიოსთან“ საკონტროლო მატჩი გამართა და 3:1 გაიმარჯვა.
ჯონი ბაკურიძის სახელობის საწვრთნელ ბაზაზე გამართულ შეხვედრაში გია გეგუჩაძის გუნდს ლიგა 4-ის წარმომადგენელი დაუპირისპირდა, რომელსაც ლიგა 3-ში გადასვლისა და საქართველოს თასის ფინალში თამაშის ამბიცია აქვს.
ბათუმის „დინამო“ ივან ლიტვინენკოსა და ვლადან ვიდაკოვიჩის გოლებით პირველივე ტაიმში 2:0 დაწინაურდა. შესვენების შემდეგ მასპინძლების უპირატესობა გიორგი ზარიამ გაზარდა, საბოლოო ანგარიში კი „გონიოს“ თავადმსხმელმა, კახა კახაბრიშვილმა დააფიქსირა, 3:1.
ბათუმის „დინამო“ – „გონიო“ 3:1
გოლები: 1:0 ლიტვინენკო (24), 2:0 ვიდაკოვიჩი (32), 3:0 ზარია (57), 3:1 კახაბრიშვილი (78).
ბათუმის „დინამო“: ბეგაშვილი (ხარატიშვილი) ბალიჩი, ქაფიანიძე, მამუჩაშვილი, ბაგრატიონი, ლიტვინენკო, ტეიდი, ვიდაკოვიჩი, ხარებავა (ზარია), კაპანაძე, კონატე.