ბათუმის „დინამომ“ ამხანაგურ მატჩში სომხური კლუბი დაამარცხა #1TVSPORT
ბათუმის „დინამომ“ ამხანაგური მატჩი გამართა სომხეთის ჩემპიონატში მოასპარეზე კლუბ „ურარტუსთან“ და 3:2 დაამარცხა.
ბათუმელთა მეტოქემ სომხეთის ჩემპიონატში სეზონი მეოთხე ადგილზე დაასრულა და კონფერენს ლიგაზე თამაშის უფლება მოიპოვა, სადაც ტალინის „კალევს“ შეხვდება. „ურარტუ“ ესტონელებთან მატჩისთვის მოსამზადებელ შეკრებას საქართველოში გაივლის.
მატჩი დაძაბული გამოდგა და ბათუმის „დინამოს“ გამარჯვებით დასრულდა, საქართველოს ჩემპიონის შემადგენლობაში ლადო მამუჩაშვილმა დუბლი შეასრულა, ერთი ბურთი კი გუნდის ესპანელმა ახალწვეულმა, ჯალენ ბლესამ გაიტანა.
შეგახსენებთ, რომ ბათუმის „დინამო“ ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს, სადაც მისი მეტოქე ბულგარეთის საუკეთესო გუნდი – რაზგრადის „ლუდოგორეცი“ იქნება.