ბათუმის „დინამოდან“ „არარატ-არმენიაში“ - ნიკა ყიფიანი კარიერას სომხეთში გააგრძელებს #1TVSPORT
ბათუმის „დინამოს“ ნახევარმცველი ნიკა ყიფიანი ეროვნული ლიგის კიდევ ერთი ფეხბურთელია, რომელიც კარიერას სომხურ კლუბში, „არარატ-არმენიაში“ გააგრძელებს – ინფორმაციას გერმანული ვებგვერდი „ტრანსფერმარკტი“ ავრცელებს.
26 წლის ნიკა ყიფიანი მოსკოვის „ლოკომოტივის“ აღზრდილია, თუმცა პროფესიული კარიერა კვიპროსში დაიწყო – ჯერ „ეთნიკოსში“ თამაშობდა, შემდეგ კი „ომონიასა“ და „ერმისში“.
2019 წელს საქართველოში ჩამოვიდა და „რუსთავში“ ჩაირიცხა, მაგრამ კლუბი იმავე წლის ზაფხულში დატოვა და ყაზანის „რუბინში“ გადავიდა, შემდეგ კი „როტორში“ თამაშობდა.
2023 წლის დასაწყისში ყიფიანი საქართველოში დაბრუნდა და კონტრაქტი „თელავთან“ გააფორმა, ხოლო 2023 წლის 1-ელ ივლისს, თავისუფალი აგენტის სტატუსით, ბათუმის „დინამოში“ გადავიდა.