ბათუმის „დინამო“ თურქულ შეკრებაზე „ვეილესთან“ დამარცხდა #1TVSPORT
ბათუმის „დინამო“ თურქულ შეკრებაზე „ვეილესთან“ დამარცხდა #1TVSPORT

თურქულ შეკრებაზე მყოფი ბათუმის „დინამო“ მეორე ამხანაგურ შეხვედრაში დანიის ჩემპიონატის აუტსაიდერს, „ვეილეს“ დაუპირისპირდა და 0:4 დამარცხდა.

ბათუმის „დინამოს“ 12 ახალწვეული ჰყავს. იქიდან გამომდინარე, რომ გუნდების მწვრთნელებს ყველა ფეხბურთელის საქმეში ნახვა სურდათ, შეთანხმდნენ და 60-60 წუთიანი ორი ტაიმი ითამაშეს.

57-ე წუთზე ანგარიში ნიდერლანდელმა ლეგიონერმა დიმიტრის ემანუილიდისმა გახსნა, 67-ზე დანიელების უპირატესობა კრისტიან გამელგორმა გაზარდა, რომელიც მატჩის გმირი გახდა – მისი გადაცემით მესამედ თავი კონგოელმა თავდამსხმელმა ენი ნგბაკოტომ (79 წთ.) გამოიჩინა, ბოლოს კი გამელგორმა (102 წთ.) დუბლი შეასრულა.

ბათუმის „დინამო“: ხარატიშვილი, ჩიტეიშვილი, ქაფიანიძე, ოუაჰატი, კალანდარიშვილი, მარა, ბალბურდია, მილჩენკო, პერეირა, პაულაუსკასი, დუმბაძე.

სათადარიგოები: თურმანიძე, მანდრიჩენკო, ინჯგია, წულუკიძე, ჯაფარიძე, ფუტკარაძე, ფოფანა.

„დინამო“ თურქულ შეკრებაზე კიდევ ხუთ შეხვედრას გამართავს. შემდეგ სპარინგ-მატჩს გიორგი ჭიაბრიშვილის გაწვრთნილები 4 თებერვალს გამართავენ – უკრაინულ გუნდს, ჟიტომირისპოლესიეს“ დაუპირისპირდებიან, რომელშიც საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მცველი გიორგი მაისურაძე თამაშობს.