ბათუმის „დინამო“ თურქეთის სუპერლიგის გუნდებს დაუპირისპირდება #1TVSPORT
ბათუმის „დინამომ“ დააანონსა, რომ თურქეთში დაწყებულ საზაფხულო შეკრებაზე 3 ამხანაგურ შეხვედრას გამართავდა, მეტოქეების ვინაობა კი მხოლოდ ახლა გახდა ცნობილი.
გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდი მოსამზადებელ ეტაპს თურქეთის ქალაქ ერზრუმში გადის. შეკრებაზე ბათუმის „დინამოს“ სპარინგპარტნიორები თურქეთის სუპერლიგის „ამედსპორი“ და „რიზესპორი“ იქნებიან.
„ამედსპორი“ თურქეთის უმაღლეს დივიზიონში გასულ სეზონში აღზევდა, ხოლო „რიზესპორი“, უკვე წლებია, თურქეთის საუკეთესო ლიგაში სტაბილურად ასპარეზობს.
ბათუმის „დინამომ“ ეროვნული ლიგის მეორე წრის დასრულების შემდეგ სატურნირო ცხრილში მეხუთე ადგილზეა.