ბათუმის „დინამომ“ თურქულ შეკრებაზე მეოთხე საკონტროო შეხვედრა უკრაინულ ჟიტომირის „პოლესიესთან“ ჩაატარა და დამარცხდა – 0:5.
უკრაინულმა გუნდმა ორივე ტაიმი დამაჯერებლად ჩაატარა. შეხვედრის გმირი უკრაინის ეროვნული ნაკრების შემტევი, ოლექსანდრე გუცულიაკი გახდა, რომელმაც პირველი სამი გოლი გაიტანა.
ბათუმის „დინამო“: კუპატაძე, ჩიტეიშვილი, კობახიძე, ქაფიანიძე, კალანდარიშვილი, მარა, ბალბურდია, მილჩენკო, ფოფანა, პაულაუსკასი, ინჯგია.
სათადარიგოები: თურმანიძე, მანდრიჩენკო, ლაკვეხელიანი, ბალაძე, მელიჩენკო, ოუაჰაბი, ჯაფარიძე, ფუტკარაძე, პერეირა, დუმბაძე, ბლესა.
საინტერესოა, რომ „დინამოს“ 4 საკონტროლო შეხვედრაში მხოლოდ ერთი გოლი აქვს გატანილი. ბათუმელებმა პირველი ტესტმატჩი „ოლესანდრიასთან“ 0:3 წააგეს, ლუბლინის „მოტორთან“ – 1:2, დანიურ „ვეილესთან“ – 0:4, ახლა კი უკრაინელებთან 0:5.