ბათუმის „დინამო“ საქართველოსა და ლუქსემბურგის ნაკრებების მოთამაშეებით გაძლიერდა #1TVSPORT

23:51, 04.07.2026

ეროვნული ლიგის განახლებამდე ბათუმის „დინამომ“ ახალწვეულები წარადგინა.

სანდრო ალთუნაშვილი ბათუმელი გულშემატკივრებისთვის კარგადაა ნაცნობი – ის გუნდში ავსტრიაში წასვლამდე თამაშობდა. „ჯვაროსნების“ ნახევარმცველმა კლუბთან კონტრაქტი 2028 წლის ბოლომდე გააფორმა.

ბათუმელთა რიგებში ითამაშებს ლუქსემბურგის ეროვნული ნაკრების მოთამაშე დირკ კარლსონი. მასთან ხელშეკრულება 2027 წლის ბოლომდე გაფორმდა. ამასთან, კლუბი ინარჩუნებს უფლებას, კონტრაქტი დამატებით ერთი წლით გაახანგრძლივოს.

კარლსონი სხვადასხვა დროს შვეიცარიული „გრასჰოპერსის“, გერმანული „კარლსრუესა“ და „აუეს“, ნიდერლანდური „დენ ჰააგის“, ავსტრიული „სენტ პოლტენის“ მოთამაშე იყო. ამპლუით ცენტრალურ მცველს, მარცხენა მცველადაც შეუძლია თამაშიც. კარლოსნმა ლუქსემბურგის ნაკრებში 73 შეხვედრა ჩაატარა.

ამას გარდა, Geo Team-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ბათუმის „დინამომ“ ორწლიანი კონტრატქი გააფორმა პოლონური ექსტრაკლასას „რადომიაკის“ 32 წლის თავდამსხმელთან, მაურიდესთან, რომელსაც უნგრულ „დებრეცენსა“ და გერმანულ „სანკტ პაულშიც“ აქვს ნათამაშები.

მსგავსი