ბათუმის „დინამო“ საქართველოს თასიდან გამოვარდა - შესაძლოა, გეგუჩაძემ გუნდი დატოვოს
ბათუმის „დინამო“ საქართველოს თასიდან გამოვარდა - შესაძლოა, გეგუჩაძემ გუნდი დატოვოს

საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის გათამაშებაზე მერთვედფინალის ორი შეხვედრა გაიმართა – სენსაციური შედეგი დაფიქსირდა თბილისში, ტექნიკურ ცენტრ ბაზაზე, სადაც ლიგა 2-ის გუნდმა, „გაგრამ“ ქვეყნის მოქმედ ჩემპიონს, ბათუმის „დინამოს“ უმასპინძლა.

„გაგრამ” დაადასტურა, რომ სათასო გუნდია და დიდი სენსაციის ავტორი გახდა. 38-ე წუთზე, ბათუმელთა ნიგერიელმა ლეგიონერმა გოდფრი ობოაბონამ ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა. დიდი მცდელობის მიუხედავად, სტუმრებს არაფერი გამოუვიდათ და „გაგრა“ მეოთხედფინალში გავიდაა. მატჩის შემდეგ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბათუმის „დინამო“ მთავარმა მწვრთნელმა გია გეგუჩაძემ დატოვა.

საგარეჯოს „არსენ მეკოკიშვილი არენაზე“ „გარეჯმა“ წყალტუბოს „სამგურალს“ უმასპინძლა. ანგარიში სერგო კუხიანიძემ მე-13 წუთზე გახსნა, რომელმაც 42-ე წუთზე დუბლი შეასრულა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 0:2. წყალტუბოელები მეოთხედფინალში არიან.