ბათუმის „დინამო“ რამოსმა დატოვა - ის კვიპროსში, ლორიასთან ითამაშებს #1TVSPORT
ბათუმის „დინამო“ კიდევ ერთმა ფეხბურთელმა დატოვა – მოქმედი ჩემპიონი ბრაზილიელ შემტევს, გაბრიელ რამოსს დაემშვიდობა, რომელიც კარიერას კვიპროსში, გიორგი ლორიას კლუბში, არადიპუს „ომონიაში“ გააგრძელებს.
„ომონიას“ პრესსამსახურის ცნობით, 28 წლის ბრაზილიელმა ფეხბურთელმა საჭირო სამედიცინო და ერგომეტრიული გამოკვლევა უკვე გაიარა – ამის შემდეგ გაბრიელ რამოსმა კლუბთან კონტრაქტი გააფორმა.
ბრაზილიური კლუბ „ბაიას“ საფეხბურთო აკადემიის აღზრდილმა კარიერა 2016 წლის იანვარში „ფლამენგოში“ დაიწყო, შემდეგ კი იჯარით „კუიაბას“ შეუერთდა. ბათუმის „დინამოში“ კი პირველად 2018 წლის ივნისში გადავიდა და ძირითად შემადგენლობაში ფეხის მოკიდება სწრაფად მოახერხა.
2020 წლის დასაწყისში ფეხბურთელმა ბათუმური კლუბი დატოვა და ბელარუსულ „ტორპედო-ბელაზში“ გადავიდა, შემდეგ იყო ლატვიური „რიგა“, საიდანაც იჯარით ბრაზილიურ „ლონდრინაში“ გაუშვეს. ასევე ითამაშა სამხრეთკორეულ „ბუჩონი 1995″-ში.
2024 წლის თებერვალში ბრაზილიელი ბათუმის „დინამოში“ დაბრუნდა და „კოლხეთთან“ სეზონში პირველი საგოლე პასი გააკეთა, მაგრამ შემდეგ შემადგენლობაში იშვიათად ჩნდებოდა და საბოლოოდ კლუბის დატოვა მოუხდა.