ბათუმის „დინამომ“ თურქულ შეკრებაზე მორიგი საკონტროლო შეხვედრა ლვოვის „კარპატთან“ გამართა და დიდი ანგარიშით, 1:6 დამარცხდა.
ანგარიში უკრაინელებმა მე-5 წუთზე გახსნეს. ბათუმელებმა წონასწორობა 21-ე წუთზე აღადგინეს. გიტის პაულაუსკასის ზუსტი გადაცემის შემდეგ მეტოქის კარი ჯაფარიძემ აიღო. თუმცა, ორ წუთში უკრაინელები კვლავ დაწინაურდნენ – „კარპატმა“ ისევ ისარგებლა ბათუმელთა შეცდომით დაცვაში, რის შემდეგაც ლვოველები წინ არტურ შოხმა გაიყვანა.
მეორე ტაიმში უკრაინელების უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდეს. 49-ე წუთზე კრასნოპირმა დუბლი შეასრულა, ხოლო 60-ე და 80-ე წუთებზე ბათუმელთა კარი იან კოსტენკომ აიღო. საბოლოო ანგარიში პატრისიუ ტანდამ 85-ე წუთზე დააფიქსირა.
ბათუმის „დინამო“ კიდევ ორ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს. 9 თებერვალს „რიგას საფეხბურთო სკოლას“ დაუპირისპირდება, ხოლო თურქულ შეკრებას 13 თებერვალს ლუგანსკის „ზარიასთან“ მატჩით დაასრულებს.