ბათუმის „დინამო“ კიტეიშვილის „შტურმს“ დაუზავდა [ვიდეო] #1TVSPORT

ბათუმის „დინამომ“ თურქული შეკრების მესამე საკონტროლო მატჩში გრაცის „შტურმთან“ გამართა და დაპირისპირება 2:2 დაასრულა.

საქართველოს ვიცე-ჩემპიონს ავსტრიული გუნდი ოთარ კიტეიშვილის გარეშე ეთამაშა. საქმე ისაა, რომ „შტურმმა“ დღეს თურქულ შეკრებაზე ორი მატჩი გამართა. საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა დღის პირველი მატჩი ჩაატარა სერბულ „ბაჩკა-ტოპოლასთან“ – კიტეიშვილმა მოედანზე გუნდი კაპიტნის რანგში გაიყვანა. მატჩი კი სერბებმა 3:1 მოიგეს.

ბათუმელებთან „შტურმმა“ თამაში კარგად დაიწყო და ორბურთიან უპირატესობას ფლობდა, მაგრამ 64-ე წუთზე ლუკა ქაფიანიძემ სხვაობა შეამცირა, ხოლო 81-ე წუთზე გიორგი კვერნაძემ ეფექტური გოლით წონასწორობა აღადგინა – მცველს გასცდა და შორეულ კუთხეში ზუსტად დაარტყა.

ბათუმელებს მეტის გატანაც შეეძლოთ, მაგრამ სამი მშვენიერი შანსით ვერ ისარგებლეს და საბოლოოდ, მატჩი ფრედ დასრულდა 2:2.

ბათუმის „დინამო“ – გრაცის „შტურმი“ 2:2

ბათუმის „დინამო“: ჩიჩკანი, კობახიძე, ქაფიანიძე, ბაგრატიონი, მამუჩაშვილი, ალთუნაშვილი, ვიდაკოვიჩი, ზარია, იაკობსენი, ჯოვინო, კაპანაძე

შეცვლაზე შევიდნენ: რეხვიაშვილი, ბიძინაშვილი, ვაწაძე