ევროთასებით გამოწვეული პაუზის შემდეგ, ეროვნული ლიგის გათამაშება მე-12 ტურის მატჩით განახლდა, რომელიც თელავის „კავკასიონი არენაზე“ გაიმართა – „თელავმა“ ბათუმის „დინამოს“ უმასპინძლა და დამარცხდა.
პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა. მთავარი ამბები კი მეორე ნახევარში მოხდა, 49-ე წუთზე ანგარიში მასპინძელთა ნახევარმცველმა, მიხეილ ბაშელეიშვილმა გახსნა. თუმცა, თელაველთა სიხარული სულ 9 წუთი გაგრძელდა- ამის შემდეგ ბათუმელებმა მწვავედ და შედეგიანად შეუტიეს და მიზანსაც მიაღწიეს.
58-ე წუთზე „დინამოს“ თავდამსხმელმა, გიორგი ნიქაბაძემ წონასწორობა აღადგინა, 81-ე წუთზე ბათუმელები ნიგერიელმა ლეგიონერმა, გოდფრი ობოაბონამ დაააწინაურა, ხოლო ჯაბა ჯიღაურმა 85-ე წუთზე სტუმართა უპირატესობა გაზარდა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 1:3 ბათუმის„დინამოს“ სასარგებლოდ.
12 ტურის შემდეგ ბათუმელებმა 23 ქულა დააგროვეს, თბილისის „დინამოს“ (22 ქულა) გადაასწრეს და ლიდერობა მოიპოვეს.
მე-12 ტურის დანარჩენი მატჩები 23 ოქტომბრამდე გაგრძელდება. საქმე ისაა, რომ „დინამო თბილისისა“ და „საბურთალოს“ მატჩი 4 ოქტომბრის ნაცვლად, 23 ოქტომბერს გადაიდო.
შაბათი, 3 ოქტომბერი
სამტრედია – დილა
15:00. ეროსი მანჯგალაძე – სამტრედია
მერანი თბ – ლოკომოტივი
19:00, მიხეილ მესხი2 – თბილისი
კვირა, 4 ოქტომბერი
ჩიხურა – ტორპედო
15:00. მიხეილ მესხი – თბილისი
პარასკევი, 23 ოქტომბერი
დინამო თბ – საბურთალო
20:00. დინამო არენა – თბილისი