ბათუმის „დინამო“ ეროვნული ლიგისთვის თურქეთში მოემზადება - გუნდმა ამხანაგური მატჩები დაგეგმა #1TVSPORT
ბათუმის „დინამო“ ეროვნული ლიგისთვის თურქეთში მოემზადება - გუნდმა ამხანაგური მატჩები დაგეგმა #1TVSPORT

ბათუმის „დინამო“ თურქეთში მიემგზავრება, სადაც ეროვნული ლიგის ახალი სეზონისთვის მოსამზადებელ ორ შეკრებას გაივლის. კლუბის პრესსამსახურის ცნობით, სამედიცინო შემოწმების შემდეგ დაასახელებენ იმ ფეხბურთელებს, ვინც გუნდთნ ერთად თურქეთში გაემგაზვრება.

იანვარ-თებერვალში გუნდმა რვა ამხანაგური მატჩი დაგეგმა – ბათუმის „დინამოს“ მეტოქეთა უმრავლესობა უკრაინული კლუბია. ასევე შეხვდებიან პოლონეთის, დანიისა და ლატვიის წარმომადგენლებს.

ბათუმის „დინამოს“ ამხანაგური მატჩების განრიგი:

20 იანვარი: „ოლექსანდრია“ (უკრაინა) – „დინამო“ (ბათუმი)

24 იანვარი: „მოტორი“ (პოლონეთი) – „დინამო“ (ბათუმი)

28 იანვარი: „ვეილე“ (დანია) – „დინამო“ (ბათუმი)

4 თებერვალი: „პოლესია“ (უკრაინა) – „დინამო“ (ბათუმი)

7 თებერვალი: „კარპატი“ (უკრაინა) – „დინამო“ (ბათუმი)

9 თებერვალი: რფს (ლატვია) – „დინამო“ (ბათუმი)

13 თებერვალი: „ზარია“ (უკრაინა) – „დინამო“ (ბათუმი)

14 თებერვალი: „ვორსკლა“ (უკრაინა) – „დინამო“ (ბათუმი)