ბათუმის „დინამო“ „ჩერკასთან“ დამარცხდა #1TVSPORT
ბათუმის „დინამო“ „ჩერკასთან“ დამარცხდა #1TVSPORT

ბათუმის „დინამომ“ თურქულ შეკრებაზე საკონტროლო მატჩი უკრაინულ „ჩერკასთან“ ჩაატარა და 0:1 დამარცხდა.

პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა. შესვენების შემდეგ უკრაინელებს ანგარიშის გახსნა 65-ე წუთზე შეეძლოთ, ბათუმელთა კარში პენალტი დაინიშნა, მაგრამ მეკარე ლუკა ხარატიშვილმა „ჩერკასის“ კაპიტან ვიტალი ბოიკოს დარტყმის მიმართულება გამოიცნო და ბურთი მოიგერია.

უკრაინელებმა მიზანს მაინც მიაღწიეს. ბათუმელმა მცველებმა ბურთი საკუთარი საჯარიმოდან ვერ გამოიტანეს, „ჩერკასის“ თავდამსხმელის პირველი დარტყმა ხარატიშვილმა მოიგერია, მაგრამ დამატებაზე ვლადისლავ ნაუმეცმა გოლი მაინც გაიტანა.

ბათუმის „დინამო“ თურქულ შეკრებაზე ბოლო ამხანაგურ შეხვედრას 20 თებერვალს გამართავს. საქართველოს ჩემპიონის მეტოქე ლატვიური კლუბი „რიგა“ იქნება.

ბათუმის „დინამო“: კვასხვაძე, მამუჩაშვილი, კობახიძე, ქაფიანიძე, ვანდერსონი, ალეფ სანტოსი, მარა, ჟან ვიკტორი, წიტაიშვილი, რამოსი, ღუდუშაური.

მოედანზე შევიდნენ: ხარატიშვილი, მალი, მლადოვიჩი, ხარაბაძე, ფაცაცია, ვიტინიო, გომისი, მენსა