ბათუმის „დინამო“ ამხანაგურ მატჩში „სამტრედიას“ დაუზავდა
ბათუმის „დინამო“ ამხანაგურ მატჩში „სამტრედიას“ დაუზავდა

ეროვნული საფეხბურთო ნაკრებების მატჩებით გამოწვეული პაუზით ბათუმის „დინამომ“ და „სამტრედიამ“ ისარგებლეს, დიღმის სპორტულ კომპლექსში საკონტროლო მატჩი გამართეს და ფრედ დაასრულეს.

ამხანაგური მატჩის პირველ ნახევარში უპირატესობას სამტრედიელები ფლობდნენ და ორბურთიანი სხვაობით დაწინაურდნენ. ანგარიში მატჩის საწყის წუთებზე პენალტით გიორგი ახალაძემ გახსნა, რომ შესვენებამდე ბათუმელთა კარი მეორედ „სამტრედიაში“ სინჯებზე მყოფმა განელმა მცველმა, კლემენტემ აიღო.

მეორე ტაიმში მოედანზე ვითარება შეიცვალა და ბათუმის „დინამომ“ წონასწორობის აღდგენა მოახერხა – სხვაობა გიორგი ნიქაბაძემ შეამცირა, ხოლო საბოლოო ანგარიში შეტევაში ჩართულმა მცველმა, ბათუმელთა ვაჟა ფაცაციამ დააფიქსირა – 2:2.

სანაკრებო პაუზის შემდეგ ეროვნული ლიგის გათამაშება მე-13 ტურის მატჩებით განახლდება – შაბათს, 17 ოქტომბერს დაიწყება. „სამტრედია“ „ეროსი მანჯგალაძე – არენაზე“ „თელავს“ უმასპინძლებს, ხოლო ბათუმის „დინამო“ კვირას, 18 ოქტომბერს, „საბურთალოს“ თბილისში, „მიხეილ მესხი – არენაზე“ ესტუმრება.