ბათუმის „დინამო“ ალთუნაშვილს დაემშვიდობა - მადლობა დაუვიწყარი წუთიებისთვის #1TVSPORT
ბათუმის „დინამო“ სანდრო ალთუნაშვილს დაემშვიდობა და ფეხბურთელს მადლობა გადაუხადა.
„სანდრო ალთუნაშვილი კარიერას ავსტრიულ „ვოლფსბერგერში“ განაგრძობს. 97 მატჩი „დინამოს“ მაისურით, ოთხი გოლი და ბევრი დაუვიწყარი წუთი. მადლობა, სანდრო, წარმატებები ყველგან და ყოველთვის“, – წერია ბათუმის „დინამოს“ გავრცელებულ ცნობაში.
ავსტრიულმა „ვოლფსბერგერმა“ 20 ივნისს ოფიციალურად დაადასტურა ინფორმაცია, რომ ბათუმის „დინამოს“ უკვე ყოფილ ცენტრალურ ნახევარმცველთან, სანდრო ალთუნაშვილთან კონტრაქტი გააფორმა.
26 წლის ფეხბურთელმა „ვოლფსბერგერთან“ ორწლიან კონტრაქტი გააფორმა, რომლის მიხედვითაც, ავსტრიელებს უფლება აქვთ, ხელშეკრულება ავტომატურად ერთი წლით გაახანგრძლივონ.
ალთუნაშვილი ბათუმის „დინამოში“ 2021 წლის იანვარში „საბურთალოდან“ გადავიდა. მას შემდეგ გუნდში 97 მატჩი ჩაატარა, ოთხი გოლი გაიტანა და 19 საგოლე გადაცემა შეასრულა. სადებიუტო სეზონში სანდრომ ბათუმის „დინამოსთან“ ერთად საქართველოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა (პირველი კლუბის ისტორიაში).
მიმდინარე სეზონში ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა 23 მატჩი ჩაატარა, ერთი გოლი გაიტანა და ექვსი საგოლე პასი შეასრულა.