ბათუმის ბულვარში თაფლის ფესტივალი მიმდინარეობს
ბათუმის ბულვარში თაფლის ფესტივალი მიმდინარეობს

ბათუმის ბულვარში, კოლონადების მიმდებარედ თაფლის ფესტივალი მიმდინარეობს. ფესტივალში საქართველოს მასშტაბით 45 მეფუტკრე-ფერმერი მონაწილეობს. სტუმრებს საშუალება აქვთ, დააგემოვნონ და შეიძინონ საქართველოში არსებული უნიკალური თაფლოვანი მცენარეებისგან დამზადებული ნატურალური თაფლი და ფუტკრის პროდუქტების ნაირსახეობა.

„უკვე მეხუთედ ვატარებთ აღნიშნულ ფესტივალს. ინტერესი ძალიან დიდია. ადრე ფესტივალში მხოლოდ აჭარის მეფუტკრეები მონაწილეობდნენ, ახლა კი საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან არიან წარმოდგენილები“, – განაცხადა აჭარის მეფუტკრეობის ბიზნესასოციაციის ხელმძღვანელმა, მანანა ბოლქვაძემ.

თაფლის ფესტივალი ბათუმში აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებული მეფუტკრეობის ბიზნესასოციაციის ორგანიზებით ტარდება. ფესტივალი გუშინ დაიწყო და დღეს დასრულდება.