ბათუმის ახალ სტადიონზე სკამების მონტაჟი დაიწყო (ვიდეო)
ბათუმის ახალ სტადიონზე სკამების მონტაჟი დაიწყო (ვიდეო)

ბათუმის ახალ სტადიონზე ინდივიდუალური სკამების დამონტაჟება დაიწყეს. ინფორმაციას შპს „სტადიონის“ ვებგვერდი ავრცელებს.

ამის შესახებ კომენტარი შპს „სტადიონის“ დირექტორმა ჯაბა სურმანიძემ გააკეთა.

„სკამების მონტაჟი დაიწყო. გულშემატკივრებმა და დაინტერესებულმა ხალხმა ლურჯი ფერის სკამები აირჩიეს. კონსტრუქცია 2 სახისაა – სტაციონარული და დასაკეცი. პირველ იარუსზე სტაციონარული, ხოლო მეორეზე – დასაკეცი განთავსდება. სკამები უმაღლესი სტანდარტის შესაბამისადაა დამზადებული, რომელიც მექანიკური დაზიანების მიმართ მაქსიმალურად მდგრადი, ანტივანდალური და ცეცხლმედეგი იქნება. შესაბამისად, მათი საექსპლუატაციო ვადებიც ხანგრძლივია“, – ამბობს ჯაბა სურმანიძე.