ბათუმის ცენტრალური სტადიონის მშენებლობა დასასრულს უახლოვდება. ცნობილია, რომ 2020 წლის აგვისტოს ნაცვლად, ობიექტი 7 თვით ადრე, 2020 წლის იანვარში გაიხსნება.
ახლა ცნობილი გახდა, რომ ბათუმის ახალ არენაზე მოედნის საფარის დაგება მალე დაიწყება. ინფრორმაციას შპს „სტადიონი“ ავრცელებს, რომელიც აჭარის მთავრობამ ბათუმის საფეხბურთო სტადიონის მშენებლობის მიზნით შექმნა.
„დავიწყეთ მოედნის საფარის დაგების წინამოსამზადებელი სამუშაოები. პარალელურ რეჟიმში ვაგრძელებთ სადრენაჟე სისტემის მოწყობასა და შიდასარემონტო სამუშაოებს“ – წერია შპს „სტადიონის“ ოფიციალურ გვერდზე.
შეგახსენებთ, რომ სამშენებლო სამუშაოებს კომპანია „ანაგი“ აწარმოებს, რომელმაც სტადიონის მშენებლობა 22 თვის წინ დაიწყო.