ბათუმის ახალ სტადიონზე ბალახის საფარი დააგეს
ბათუმის ახალ სტადიონზე ბალახის საფარი დააგეს
ბათუმის სტადიონზე მინდვრის საფარის დაგება დასრულებულია – ინფორმაციას ფოტოსურათებთან ერთად, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ავრცელებს.
 
„საფარის დაგებისას გამოყენებულია პოას ჯიშის უმაღლესი ხარისხის ბალახი, რომელიც კლიმატური პირობების, სათამაშო მოცემულობისა და სხვა სახის ღონისძიებების მიმართ მდგრადია. აქვს საგარანტიო და ხარისხის მაჩვენებელი ყველა სერთიფიკატი და სრულად შეესაბამება უეფას სტანდარტებს“ – მითითებულია სფფ-ს ცნობაში.
ბათუმში უეფას მეოთხე კატეგორიის სტანდარტების სტადიონის მშენებლობა 2017 წელს დაიწყო და წესით 2020 წლის ოქტომბერში უნდა დასრულებულიყო, მაგრამ სამშენებლო კომპანიამ სამუშაოები სწრაფად წარმართა და ახალი არენა (რომელიც 20 000 მაყურებელეს დაიტევს) 2020 წლის მარტიდან ამოქმედდება.