ბათუმი(ანგისა)-ახალციხის გზის 125-ე კმ-ზე მოძრაობა ცალმხრივად აღდგა
ბათუმი(ანგისა)-ახალციხის გზის 125-ე კმ-ზე მოძრაობა ცალმხრივად აღდგა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი(ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის 125-ე კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ცალმხრივად აღდგენილია.

უწყების ცნობით, ამ დროისთვის გრძელდება დაზიანებული გზის აღდგენის სამუშაოები.

შეგახსენებთ, რომ ხულო-ზარზმის მე-2 ლოტის მშენებლობის ფარგლებში, მიწა-კლდის მასის ჩამოსვლისა და გზის სავალი ნაწილის დაზიანების საშიშროების გამო, 16 აგვისტოს საღამოს პერიოდიდან აღნიშნულ მონაკვეთზე აკრძალული იყო ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.