ბათუმი ქვიშის ფეხბურთში ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს - საქართველოს ნაკრებს იტალიელი გაწვრთნის #1TVSPORT
ბათუმი ქვიშის ფეხბურთში ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს - საქართველოს ნაკრებს იტალიელი გაწვრთნის #1TVSPORT

საქართველო ქვიშის ფეხბურთში ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს. ტურნირი აჭარაში, ბათუმის „ქვიშის არენაზე“ გაიმართება. თამაშები 18 ივლისს დაიწყება და 20 ივლისს დასრულდება. დასწრება თავისუფალია. შეხვედრებს პირდაპირ ეთერში ორგანიზაციის ოფიციალური გვერდი Beachsoccertv.com შემოგთავაზებთ.

საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის A დივიზიონში ძლიერ მეტოქეებთან მოხვდა – ჩვენი მოწინააღმდეგეები იქნებიან პორტუგალიის, ესტონეთის და შვეიცარიის ეროვნული გუნდები. B ჯგუფში გერმანია, თურქეთი, ჩეხეთი და ბელარუსი მოხვდნენ.

ტურნირის დაწყებამდე საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი იტალიელი სპეციალისტი მასიმილიანო დე ჩელისი გახდა, რომელიც საქმიანობას 3 ივლისიდან შეუდგება.