ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის ერთ-ერთ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის გადაადგილება აკრძალულია
ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის ერთ-ერთ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის გადაადგილება აკრძალულია

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის 92-ე კილომეტრზე (სოფ. ბეღლეთი) ჩამოსულია მეწყერი, რის გამოც აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. აღნიშნულის გათვალისწინებით, გადაადგილება შესაძლებელი იქნება სოფელი ბოძაურისა და ტაბახმელას შემოვლითი გზით მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტით.

უწყების ცნობით, ცენტრალური გზის გაწმენდითი სამუშაოები უახლოეს პერიოდში დაიწყება და სავარაუდოდ რამდენიმე დღეს გასტანს. გზის გაწმენდითი სამუშაოების დასრულების შემდეგ, მოძრაობა კვლავ გადმოერთვება ცენტრალურ გზაზე.

დატოვე კომენტარი