ბათუმი-ახალციხის გზაზე მოძრაობა ერთი საათით შეიზღუდება
ბათუმი-ახალციხის გზაზე მოძრაობა ერთი საათით შეიზღუდება

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტთან გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში, შპს „ზიმო-7“ გეგმავს შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის კმ57-კმ68 მონაკვეთზე კლდის ფერდის ჩამოწმენდას (აფეთქებას მცირე მუხტებით), – ამის შესახებ საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციაშია აღნიშნული.

მათივე ცნობით, სამუშაოთა წარმოების პროცესში, უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, აღნიშნულ მონაკვეთზე, დღეს, 19 აგვისტოს 12:00 საათიდან 13:00 საათამდე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება.