ბათუმის „დინამომ“ მარტვილის „მერანი“ დაამარცხა და ეროვნულ საფეხბურთო ლიგა 1-ში გადასასვლელად დიდი ნაბიჯი გადადგა.
ლიგა 2-ის 27-ე ტურის პირველი შეხვედრა ქუთაისის რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე გაიმართა და გია გეგუჩაძის გაწვრთნილებმა დამაჯერებალდ გაიმარჯვეს – 2:0.
44-ე წუთზე ანგარიში ბათუმელთა ლეგიონერმა გაბრიელ რამოსმა გახსნა, ხოლო 90+1-ე წუთზე ამირან აბუსელიძემ საბოლოო ანგარიში დააფიქსირა და ბათუმელებმა 2:0 მოიგეს. „დინამომ“ 55 ქულა დააგროვა, უშუალო კონკურენტ „ვიტ ჯორჯიას“ და „თელავს“ 13-13 ქულით უსწრებს და თუ სასწაული არ მოხდა, ეროვნულ ლიგაში დაბრუნდება.
შაბათ-კვირას ლიგა 2-ში კიდევ 4 მატჩი გაიმართება: 6 ოქტომბერს, მარტვილის „მურთაზ ხურცილავაზე“ წყალტუბოს „სამგურალი“ ქობულეთის „შუქურას“ უმასპინძლებს. სამი შეხვედრა კი კვირას, 7 ოქტომბერს დაიგეგმა: „მცხეთა პარკზე“ „ცხინვალი” „თელავს“ მიიღებს, „შევარდენი 1906“ „დავით პეტრიაშვილი არენაზე“ – „გაგრას“, ხოლო „ნორჩი დინამო“ თბილისის „შატილზე“ „ვიტ ჯორჯიას“ შეხვდება.