კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში კიდევ ორი შეხვედრა გაიმართა, რომლებსაც სატ ურნირო ცხრილზე დიდი გავლენა არ მოუხდენია.
ბოლნისში ერთმანეთს თანაბარი ქულების მქონე „სიონი„ და თბილისის „ლოკომოტივი„ დაუპირისპირდნენ და გოლის გატანა ვერ მოახერხეს 0:0. „ლოკომოტივი“ უკვე მეხუთე ტურია, რაც აღარ აგებს, ქულებს აგროვებს და აუტსაიდერთა ზონას დაშორდა.
ბათუმში „დინამომ“ „რუსთავს“ უმასპინძლა და მეტოქის დიდი წინააღმდეგობის მიუხედავად, გამარჯვებას მაინც მიაღწია. ანგარიში ბათუმელებმა 27-ე წუთზე გახსნეს – თავი ლადო მამუჩაშვილმა გამოიჩინა. ბოლოადგილოსანმა „რუსთავმა“ წონასწორობა 44-ე წუთზე ნიკა ყიფიანის გოლით აღადგინა. მასპინძლებმა მთელი ძალებით შეუტიეს და 70-ე წუთზე სტუმართა კარი მეორედ აიღეს – გოლი ნიკა საბანაძის ანგარიშზეა. საბოლოოდ, ბათუმის „დინამომ“ 2:1 მოიგო.
ბათუმელებმა 37 ქულა დააგროვეს და ისევ პირველ ადგილზე არიან, „სიონი“ და „ლოკომოტივი“” 22-22 ქულით მეხუთე-მეექვსე ადგილებს იყოფენ, ხოლო „რუსთავი“ (11 ქულა) ისევ ბოლო, მეათე პოზიციაზე დარჩა.