ბათუმელები ისევ გალიდერდნენ - „ლოკომოტივი“ აღარ აგებს
ბათუმელები ისევ გალიდერდნენ - „ლოკომოტივი“ აღარ აგებს

კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში კიდევ ორი შეხვედრა გაიმართა, რომლებსაც სატ ურნირო ცხრილზე დიდი გავლენა არ მოუხდენია.

ბოლნისში ერთმანეთს თანაბარი ქულების მქონე „სიონი„ და თბილისის „ლოკომოტივი„ დაუპირისპირდნენ და გოლის გატანა ვერ მოახერხეს 0:0. „ლოკომოტივი“ უკვე მეხუთე ტურია, რაც აღარ აგებს, ქულებს აგროვებს და აუტსაიდერთა ზონას დაშორდა.

ბათუმში „დინამომ“ „რუსთავს“ უმასპინძლა და მეტოქის დიდი წინააღმდეგობის მიუხედავად, გამარჯვებას მაინც მიაღწია. ანგარიში ბათუმელებმა 27-ე წუთზე გახსნეს – თავი ლადო მამუჩაშვილმა გამოიჩინა. ბოლოადგილოსანმა „რუსთავმა“ წონასწორობა 44-ე წუთზე ნიკა ყიფიანის გოლით აღადგინა. მასპინძლებმა მთელი ძალებით შეუტიეს და 70-ე წუთზე სტუმართა კარი მეორედ აიღეს – გოლი ნიკა საბანაძის ანგარიშზეა. საბოლოოდ, ბათუმის „დინამომ“ 2:1 მოიგო.

ბათუმელებმა 37 ქულა დააგროვეს და ისევ პირველ ადგილზე არიან, „სიონი“ და „ლოკომოტივი“” 22-22 ქულით მეხუთე-მეექვსე ადგილებს იყოფენ, ხოლო „რუსთავი“ (11 ქულა) ისევ ბოლო, მეათე პოზიციაზე დარჩა.