ბათუ ქუთელია - აშშ-ის კონგრესის რეზოლუცია ძლიერი სიგნალია ავტორიტარული რეჟიმების ყველა მოკავშირისთვის 
ბათუ ქუთელია - აშშ-ის კონგრესის რეზოლუცია ძლიერი სიგნალია ავტორიტარული რეჟიმების ყველა მოკავშირისთვის 

აშშ-ის კონგრესში სირიის მიერ საქართველოს ოკუპირებული რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების დამგმობი რეზოლუცია წარდგენა, არის უმნიშვნელოვანესი ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის, – ამის შესახებ „საქართველოს ატლანტიკური საბჭოს“ ვიცე-პრეზიდენტმა, ბათუ ქუთელიამ განაცხადა.

მისი თქმით, რუსეთის და პუტინის რეჟიმის მოკავშირეები ბუნებრივია, ცდილობენ, იმ დღის წესრიგის მხარდამჭერები იყვნენ, რომელი რუსეთს აქვს.

„ეს არის უმნიშვნელოვანესი ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის და ასევე ძალიან ძლიერი სიგნალი სამომავლოდ ყველა იმ ავტორიტარული რეჟიმის მოკავშირეებისთვის, რომლებიც შესაძლოა, ფიქრობენ ამ ნაბიჯის გადადგმას. ასევე უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური მხარდაჭერა ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დეოკუპაციის პოლიტიკისთვის”, – განაცხადა ბათუ ქუთელიამ.

აშშ-ის კონგრესში სირიის მიერ საქართველოს ოკუპირებული რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების დამგმობი რეზოლუცია წარადგინეს.