ბატშუაი - პირველი ფეხბურთელი XXI საუკუნეში, ვისაც ინგლისში, გერმანიაში, საფრანგეთსა და ესპანეთში გაუტანია
ესპანეთის ჩემპიონატის მეექვსე ტურში „ვალენსიამ“ საკუთარ მოედანზე 1:1 ითამაშა „სელტასთან“.
„ვალენსიას“ მხრიდან გოლი „ჩელსის“ ფორვარდმა მიში ბატშუაიმ გაიტანა, რომელიც იჯარით თამაშობს ესპანეთში.
24 წლის ბელგიელი გახდა პირველი ფეხბურთელი XXI საუკუნეში, რომელსაც გოლი აქვს გატანილი ინგლისის, გერმანიის, საფრანგეთისა და ესპანეთის ჩემპიონატებში.
ბატშუაიმ გასულ სეზონში 10 მატჩი ჩაატარა „დორტმუნდში“ და შვიდი გოლის გატანა მოახერხა. მანამდე, მან „ჩელსის“ რიგებში ითამაშა პრემიერლიგაში და „მარსელში“ – საფრანგეთის ჩემპიონატზე.