ბატშუაი – პირველი ფეხბურთელი XXI საუკუნეში, ვისაც ინგლისში, გერმანიაში, საფრანგეთსა და ესპანეთში გაუტანია

10:25, 27.09.2018
VALENCIA, SPAIN - SEPTEMBER 26:  Michy Batshuayi of Valencia celebrates after scoring the first goal during the La Liga match between Valencia CF and RC Celta de Vigo at Estadio Mestalla on September 26, 2018 in Valencia, Spain.  (Photo by Quality Sport Images/Getty Images)

ესპანეთის ჩემპიონატის მეექვსე ტურში „ვალენსიამ“ საკუთარ მოედანზე 1:1 ითამაშა „სელტასთან“.

„ვალენსიას“ მხრიდან გოლი „ჩელსის“ ფორვარდმა მიში ბატშუაიმ გაიტანა, რომელიც იჯარით თამაშობს ესპანეთში.

24 წლის ბელგიელი გახდა პირველი ფეხბურთელი XXI საუკუნეში, რომელსაც გოლი აქვს გატანილი ინგლისის, გერმანიის, საფრანგეთისა და ესპანეთის ჩემპიონატებში.

ბატშუაიმ გასულ სეზონში 10 მატჩი ჩაატარა „დორტმუნდში“ და შვიდი გოლის გატანა მოახერხა. მანამდე, მან „ჩელსის“ რიგებში ითამაშა პრემიერლიგაში და „მარსელში“ – საფრანგეთის ჩემპიონატზე.

მსგავსი